saqarTvelos mdinareebi - juTiswyali

ტერიტორიული ერთეულები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სათავე ხევის კავკასიონი
შესართავი 42°33`45` ჩ. გ. 44°42`08` ა. გ.
სიგრძე 13 კმ
აუზის ფართობი 79.7 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 2.39 მ³/წმ

 

მდინარე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოსწყლის მდგენელი. ზღვის დონიდან 3275 მ. სიგრძე 13 კმ, აუზის ფართობი 79,7 კმ2. სათავე აქვს ხევის კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. მარცხნიდან იერთებს მდინარე ქვენამთისწყალს და წარმოშობს სნოსწყალს.

საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირობა – ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,39 მ³/წმ.